UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია-ის მხარდაჭერით სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლაში ხორციელდება პროექტი - „ერთად მრავალფეროვნებაში“
პროექტის ხელმძღვანელმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა არჩილ თოდუამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტით დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
იგეგმება არაერთი საინტერესო ღონისძიება, დისკუსია და სასწავლო ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული და მრავალფეროვანი საზოგადოების აშენებას, სადაც თითოეული კულტურა, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი თანაბრად დაფასებული იქნება.