ვიზიტი პარტნიორ სკოლებთან

 04.11.2024 

სტუმრად ვიყავით მარნეულის N1 საჯარო სკოლაში, სადაც დავესწარით შემოდგომის ზეიმს.

ზუგდიდის მეცხრე საჯარო სკოლა -ის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მარნეულელი თანატოლებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოში აზერბაიჯანული კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ასევე, განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას აზერბაიჯანული თემი ჩვენს ქვეყანაში.
მსგავსი შეხვედრები მეტად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი კულტურული გამოცდილების მისაღებად და ერთმანეთის უკეთ გასაგებად.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენსა და მარნეულის N1 საჯარო სკოლას შორის, რაც მოგვცემს მომავალი პარტნიორობის შესაძლებლობას.























05.11.2024         სტუმრად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში  

   ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სოფელ როდიონოვკის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვეწვიეთ სოფელ გორელოვკას - სამი განსხვავებული კულტურის, ტრადიციის და რელიგიის გადაკვეთის წერტილს.

ეს დღე გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან მან მოგვცა შესაძლებლობა გავეცნოთ მრავალეთნიკურობისა და მრავალფეროვნების ცოცხალ მაგალითს ჩვენს ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ტოლერანტობის, ურთიერთგაგებისა და სხვების კულტურული ღირებულებების პატივისცემის ჩამოყალიბებას.
🌍 ასეთი გამოცდილება არა მხოლოდ მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს, არამედ აძლიერებს ჩვენი საზოგადოების ერთიანობასა და ურთიერთგაგებას. კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და მის უკეთ გასაგებად ცოდნის გაღრმავება და პირადი გამოცდილების მიღება უმნიშვნელოვანესი პროცესია.
მადლობას ვუხდით მანუშაკ მკრტჩიანს როდიონოვკის სკოლის ქართული ენის მასწავლებელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტს და თამარ გორგაძეს, გორელოვკის სკოლის მასწავლებელს მასპინძლობისათვის













No comments:

Post a Comment

პროექტი ,,ერთად მრავალფეროვნებაში"

  UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია -ის მხარდაჭერით სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლაში ხორციელდება პროექტი - „ერთად მრავალფეროვ...